2019-02-19
ბრძანება №:32/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით ონლაინ რეგისტრაციის გამოცხადების თაობაზე

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით ონლაინ რეგისტრაციის გამოცხადების თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ და "ო" ქვეპუნქტების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის მე-4 მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტების და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ბაგების სტუდქალაქის მმართველის ზაზა წაქაძის 2019 წლის 15 თებერვლის N2490/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის   ბაგების საერთო საცხოვრებელში სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით გამოცხადდეს ონლაინ რეგისტრაცია 30 (ოცდაათი) ადგილზე.
2. ონლაინ   რეგისტრაცია   ხორციელდება   სტუდენტის   პორტალზე   2019   წლის   20
თებერვლის  10:00 საათიდან  25   თებერვლის  15:00 საათამდე.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ონლაინ რეგისტრაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
4. დაევალოს  საინფორმაციო  ტექნოლოგიების  დეპარტამენტს  წინამდებარე  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
5. დაევალოს    კანცელარიას    წინამდებარე    ბრძანება    განათავსოს     ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
6. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.





ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                           ნუნუ ოვსიანიკოვა

« უკან დაბრუნება