2016-06-08
ბრძანება №:93/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 და მე-15 პუნქტების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

ბაკალავრიატი/დიპლომირებული მედიკოსი/სტომატოლოგი/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა

ა) პირველსემესტრელთა  რეგისტრაცია:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება -   5 - 8 სექტემბერი;  
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 9 - 12 სექტემბერი.

ბ) შემოდგომის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 აგვისტო - 7 სექტემბერი; 
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 8 - 12 სექტემბერი; 
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 12 სექტემბერი - 31 დეკემბერი; 
ბ.დ) არდადეგები - 1- 8 იანვარი; 23 თებერვალი- 5 მარტი;
ბ.ე) საგამოცდო პერიოდი - 9 იანვარი - 1 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები); 
6 - 21 თებერვალი (დამატებითი გამოცდები).

გ) გაზაფხულის სემესტრი:
გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1-28 თებერვალი;
გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 1 – 6 მარტი;
გ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები -  6 მარტი – 24 ივნისი;
გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 26 ივნისი - 19 ივლისი (დასკვნითი გამოცდები),  25 ივლისი – 7 აგვისტო (დამატებითი გამოცდები);
გ.ე) არდადეგები - 8 აგვისტო - 10 სექტემბერი.

მაგისტრატურის/დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა

დ) პირველსემესტრელ მაგისტრანტთა/დოქტორანტთა  რეგისტრაცია:
დ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 23 - 26 სექტემბერი;
დ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 24 - 26 სექტემბერი;

ე) შემოდგომის სემესტრი:
ე.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 აგვისტო - 19 სექტემბერი;
ე.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 20 – 26 სექტემბერი; 
ე.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 26 სექტემბერი - 14 იანვარი;
ე.დ) არდადეგები - 1- 8 იანვარი; 28 თებერვალი - 5 მარტი;
ე.ე) საგამოცდო პერიოდი - 16 იანვარი - 8 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები),                    13 – 27 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);

ვ) გაზაფხულის სემესტრი:

ვ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1-28 თებერვალი;;
ვ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 1 – 6 მარტი;
ვ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები -  6 მარტი – 24 ივნისი;
ვ.დ) საგამოცდო პერიოდი - 26 ივნისი - 19 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 25 ივლისი – 7 აგვისტო (დამატებითი გამოცდები);
ვ.ე) არდადეგები - 8 აგვისტო - 10 სექტემბერი.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორის მოვალეობის 
შემსრულებელი, პროფესორი                                                              დარეჯან თვალთვაძე

« უკან დაბრუნება