2009-12-11
ბრძანება №:134/02-01

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, 34-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის #91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის #13 სხდომის გადაწყვეტილების, "საქართველოსა და უცხოეთის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხების აღიარების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის #256 დადგენილების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის  დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულების 2009 წლის  13 ნოემბრის # 215 /02-01 ბრძანების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

        
1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის სოცირებული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად;
2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 3 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი.  ასოცირებული     პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის   გამოცდილება;
3.  კონკურსი   გამოცხადდეს   2009  წლის  11  დეკემბერს,   დოკუმენტაციის წარმოდგენის  ვადა განისაზღვროს  2010 წლის  11 იანვრიდან   2010 წლის 25 იანვრის ჩათვლით, კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან   არანაკლებ 1 და არაუგვიანეს 2 თვის ვადაში;
4. კონკურსი ცხადდება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული  პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით.
5. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ხელფასი განისაზღვრება თვეში არანაკლებ 720 (შვიდას ოცი) ლარით;        
6. სრული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
   ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
   ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
   გ) ავტობიოგრაფია (cv);
 დ) შესაბამისი  აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი; (საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული დოქტორის აკადემიური ხარისხისა და უცხოეთში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული დოქტორის აკადემიური ხარისხის  დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს თსუ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის #256 დადგენილების დანართი 1-ის მე-2 და მე-4 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით);
    ე) სალექციო კურსების ჩამონათვალი _ სილაბუსებით;
    ვ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
    ზ) ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო   ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს;
7. კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:
      ა) ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში საგრანტო პროექტების ხელმძღვანელობის ან პროექტებში მონაწილეობის შესახებ;
      ბ) ინფორმაცია მისი ხელმძღვანელობით შედგენილი და   განხორციელებული  საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შესახებ;
8. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, 2010 წლის 11 იანვრიდან 2010 წლის  25 იანვრის  ჩათვლით.  თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. #36 (Vკორპუსი) მე-2 სართული, ოთახი #22;
9. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში" და განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წარდგინება #28858/02 04.12.2009წ.






 რექტორი, პროფესორი
 გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება