2009-10-23
ბრძანება №:195 / 02-01

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა შესარჩევი კომისიისა და კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა შესარჩევი კომისიისა და კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე, 24-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. დამტკიცდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა შესარჩევად კომისია (დანართი 1); კომისიამ იხელმძღვანელოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2009 წლის 21 სექტემბრის "ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა შესარჩევი კომისიისა და კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ" #176/02-01 ბრძანების თანახმად;
  2. ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
  3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

საფუძველი: რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2009 წლის 11 სექტემბრის ბრძანება #96/01-01 "ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა შერჩევის მიზნით გასაუბრების ჩატარების შესახებ," ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი #24294/02, 13.10.2009წ; წერილი #25006/02, 21.10.2009წ.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი
რ. ხარბედია


« უკან დაბრუნება