2020-09-23
ბრძანება №:184/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადებისშესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადებისშესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ"საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ემუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრისN135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანეჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,   მე-8   პუნქტის„ა", „ბ" და„პ" ქვეპუნქტების,28-ემუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა დაკონკურსის ჩატარების ერთიანი წესის  შესახებ"(დამტკიცებულია  თსუწარმომადგენლობითი  საბჭოს  მიერ,  ოქმიN10 29.12.2014წ.), თსუ აკადემიური საბჭოს   2018წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ   – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის   (პროფესორი,   ასოცირებული   პროფესორი,   ასისტენტ- პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო  განრიგის  დამტკიცების  შესახებ“ თსუ  რექტორისა  და  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 11 სექტემბრის №15/04 ერთობლივი ბრძანების და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რამაზ ხომერიკის 2020 წლის 21 სექტემბრის N15085/28 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2020 წლის 25 სექტემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2020 წლის 26 ოქტომბრიდან 2020 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2020 წლის 30 ნოემბრისა.
4. კონკურსი  გამოცხადდეს  ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:


მათემატიკის დეპარტამენტი
კათედრა:  ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკა ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია ,,ბ’’)


5.   აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით); 
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);      
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/დასამეცნიერო ხარისხის  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გაცემული დოკუმენტი, ასეთი სარსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი დასხვ.);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; 
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
6.  საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2020 წლის 26 ოქტომბრიდან 2020 წლის 30    ოქტომბრის    ჩათვლით,    1000-დან    1600       საათამდე,    ზუსტ    და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N3 (II კორპუსი) ოთახი N158;
7.  ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი   კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს  თანხმობა  მხოლოდ  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთანაფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ     შესაბამისი     აკადემიური     თანამდებობისდაკავებისთანავე)     და დაადასტუროს ინფორმაცია   იმის   შესახებ,   რომ   არ   გააჩნიაძალაში   მყოფი ანალოგიური ხასიათის   დოკუმენტი   (ხელშეკრულება,   შეთანხმება   ან   სხვ.) სხვაუმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8.  ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში „თბილისის უნივერსიტეტი";
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე     ბრძანება     კანონმდებლობით     დადგენილი     წესით     გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი,    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, გაზეთი„თბილისის უნივერსიტეტი").
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.






რექტორი     გიორგი შარვაშიძე 

« უკან დაბრუნება