2009-10-13
ბრძანება №:108 / 01-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, ასევე აკადემიური საბჭოს 2009 წლის 6 ივლისის #244 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2009 წლის 9 ივლისის #21 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევის წესის" 1-ლი მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,

                             ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. გამოცხადდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევნები იურიდიულ ფაკულტეტსა (აკადემიური პერსონალი სენატის 2 წევრი) და მედიცინის ფაკულტეტზე (აკადემიური პერსონალი სენატის 1 წევრი).
  2. არჩევნები დაინიშნოს 2009 წლის 6 ნოემბერს.
  3. ასარჩევ კანდიდატთა  რეგისტრაცია 2009 წლის  15 ოქტომბრიდან                       28 ოქტომბრის ჩათვლით უზრუნველყოს თსუ საარჩევნო კომისიამ.
  4. არჩევნების ჩატარება უზრუნველყოს თსუ რექტორის 2009 წლის 13 მარტის #26/01-01, #28/01-01 და 2009 წლის 30 მარტის #37/01-01 ბრძანებებით შექმნილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო და შესაბამისი ფაკულტეტების საარჩევნო კომისიებმა. საარჩევნო კომისიამ იხელმძღვანელოს აკადემიური საბჭოს 2009 წლის 6 ივლისის #244 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2009 წლის 9 ივლისის #21 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევის წესითა" და შესაბამისი რეგლამენტით.
  5. ბრძანება საჯარო გაცნობის მიზნით გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას და განთავსდეს თსუ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
  6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

რექტორი, პროფესორი  
                                        გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება