2011-06-15
ბრძანება №:59/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ნიჭიერ სტუდენტთა (პრეზიდენტის სტიპენდიანტთა) ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენის შესახებ

 სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბაკალავრიატის ნიჭიერ სტუდენტთა (პრეზიდენტის სტიპენდიანტთა) ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილის, 57-ე მუხლის, მე–3 და მე-6 ნაწილების, ,,განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის სტიპენდიებისა და გრანტების პროგრამის” ქვეპროგრამის - ,,პრეზიდენტის სტიპენდიები ბაკალავრიატის წარჩინებულ სტუდენტებს” დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №135 ბრძანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,   


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დამტკიცდეს ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განსაკუთრებით ნიჭიერ სტუდენტებისათვის პრეზიდენტის სტიპენდიების მინიჭების წესი“ თანდართული სახით (დანართი№1).
2. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში – ,,უნივერსიტეტი“) 2010/2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა, პრეზიდენტის სტიპენდიებით  სემესტრული დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხები, ფაკულტეტზე წინა სემესტრში აქტიური სტატუსის მქონე შესაბამისი საფეხურის სტუდენტების რაოდენობის გათვალისწინებით გადანაწილდეს შემდეგნაირად:   


ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – დაფინანსდეს                 41 სტუდენტი;
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  - დაფინანსდეს 55 სტუდენტი;
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - დაფინანსდეს                         44 სტუდენტი;
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – დაფინანსდეს 89 სტუდენტი;
ე) იურიდიული ფაკულტეტი – დაფინანსდეს 59 სტუდენტი;
ვ) მედიცინის ფაკულტეტი - დაფინანსდეს 11 სტუდენტი.
2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
3. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
4. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.




რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე,პროფესორი                                       ლევან ალექსიძე                                                               
« უკან დაბრუნება