2017-04-07
ბრძანება №:63/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო-საგამომცემლო საბჭოს შექმნისა და ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო-საგამომცემლო საბჭოს შექმნის შესახებ“ 2013 წლის 16 ოქტომბრის N125/01-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 05 ივნისის N77/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო-საგამომცემლო საბჭოს შექმნისა და ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო-საგამომცემლო საბჭოს შექმნის შესახებ“ 2013 წლის 16 ოქტომბრის  N125/01-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის  2014 წლის 05 ივნისის N77/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის,  63-ე მუხლის,  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8 პუქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის 2017 წლის 29 მარტის N4395/10 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო-საგამომცემლო საბჭოს შექმნისა და ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო-საგამომცემლო საბჭოს შექმნის შესახებ“  2013 წლის 16 ოქტომბრის N125/01-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 05 ივნისის N77/01-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეიქმნას სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:


ა) გიორგი შარვაშიძე - რექტორი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს თავმჯდომარე; 
ბ) მერაბ ელიაშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ნუნუ ოვსიანიკოვა - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი; 
დ) მიხეილ ჩხენკელი - რექტორის მოადგილე, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი; 
ე) თამარ ებრალიძე - უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი; 
ვ) ზურაბ გაიპარაშვილი - უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
ზ) ირაკლი ღარიბაშვილი - უნივერსიტეტის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
თ) ირაკლი საღარეიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
ი) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი; 
კ) ვახტანგ  კოკილაშვილი - უნივერიტეტის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის მათემატიკური ანალიზის განყოფილების გამგე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
ლ) ნათელა მუზაშვილი - უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
მ) იამზე გაგნიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
ნ) თამარ გოგუაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
ო) თეონა მატარაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
პ) ლილი ხეჩუაშვილი - საკოორდინაციო ჯგუფის წევრი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 
ჟ) გია ლობჟანიძე - მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი,  სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი; 

რ) გურამ ქუთელია - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
ს) გიორგი მახარობლიშვილი - იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
ტ) მარინე ერქომაიშვილი - უნივერსიტეტის გამომცემლობის სამეცნიერო გამოცემების მენეჯერი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი.“ 

ბ) ბრძანების პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს გამართული ორგანიზაციული საქმიანობის უზრუნველსაყოფად (საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხების წინასწარ შესწავლა, დამუშავება და განსახილველად მომზადება) შეიქმნას  საკოორდინაციო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) მერაბ ელიაშვილი -  საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელი; 
ბ) იამზე გაგნიძე - საკოორდინაციო ჯგუფის წევრი;
გ) თამარ გოგუაძე - საკოორდინაციო ჯგუფის წევრი; 
დ) თეონა მატარაძე - საკოორდინაციო ჯგუფის წევრი;
ე) ლილი ხეჩუაშვილი - საკოორდინაციო ჯგუფის წევრი;
ვ) გია ლობჟანიძე - საკოორდინაციო ჯგუფის წევრი;
ზ) გურამ ქუთელია - საკოორდინაციო ჯგუფის წევრი;
თ) გიორგი მახარობლიშვილი - საკოორდინაციო ჯგუფის წევრი;
ი) მარინე ერქომაიშვილი - საკოორდინაციო ჯგუფის წევრი.“
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორის  მოვალეობის შემსრულებელი, 
რექტორის მოადგილე                                                                  მიხეილ ჩხენკელი                                                                                                                  



« უკან დაბრუნება