2007-07-09
ბრძანება №:0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი ხუბუას ბრძანება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადებისა და კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე (ბრძანება N62/01–01)

ბრძანება N 62/01-01
09.07.07

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადებისა და კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე

 

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე, 34-ე მუხლების და 89-ე მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. დამტკიცდეს ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩასატარებელი კონკურსის წესი (დანართი 1);
2. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი" და განთავსდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2007 წლის 9 ივლისის მიმართვა #8906/02

 

რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა

 

დანართი 1

1. აკადემიური თანამდებობის დაკავება უნდა მოხდეს ღია კონკურსის საფუძველზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საჯაროობის, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
2. კონკურსი ცხადდება საბაზისო სწავლების, სპეციალიზაციისა და სამაგისტრო პროგრამით გათვალისწინებული საგნების წაკითხვაზე, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს: ავტობიოგრაფიული მონაცემები, შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიტატის აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩენს მის კვლევის უნარს და ორი სილაბუსი. სილაბუსში მითითებულ უნდა იყოს:

– საგნის სახელწოდება;
– სწავლების მიზანი;
– კურსის მოცულობა;
– კრედიტების მინიჭების პირობა;
– ძირითადი და დამხმარე ლიტერატურა;
– საგნის გეგმა თიოთოეულ ლექციაზე წასაკითხი მასალების მითითებით.

3. სრული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება და დარგის განვითარების კონცეფციის წარმოდგენა სწავლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო დონეებზე.
4. კონკურსი ცხადდება ჰუმანიტარული ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების (არქეოლოგია) სრული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე;
5. საკონკურსო კომისია აკადემიურ თანამდებობასთან კონკურსანტის შესაბამისობის თაობაზე ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლისათვის რეკომენდაციების შემუშავებისას ითვალისწინებს:

– აკადემიურ ხარისხს;
– პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილებას;
– ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებულ სამეცნიერო შრომებს,

მონოგრაფიებს, სახელმძღვანელოებს, რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებულ სტატიებს;

– სამეცნიერო საბჭოს წევრობას;
– სამეცნიერო ჟურნალების რედკოლეგიის წევრობას;
– სადოქტორო, სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელობას, კონსულტანტობას, ოპონირებას;
– წიგნის (კრებულის) რედაქტორობას;
– სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობას.

6. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში კანდიდატმა უნდა განაცხადოს წერილობითი თანხმობა, რომ უნივერსიტეტის სააკრედიტაციო განაცხადში ის იქნება დაფიქსირებული, როგორც ამ უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

7. კონკურსი ცხადდება 2007 წლის 9 ივლისიდან. დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2007 წლის 9 აგვისტო. საბუთების მიღება იწარმოებს ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანატში – თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. # 1 ტელ. 22-21-08

« უკან დაბრუნება