2012-12-10
ბრძანება №:512/02-04

ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III სემესტრის მაგისტრანტების 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III სემესტრის მაგისტრანტების  2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე
 
   "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის  28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული)  იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  ,,კ’’ და ,,ნ” ქვეპუნქტების,  24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის  21 მარტის №47/01-01  და 6 აგვისტოს №99/01-01 ბრძანებების, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის დ. კანდელაკის 2012 წლის 3 დეკემბრის №31288/02  დასკვნის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის ა.ხელაძის 2012 წლის 29 ნოემბრის # 0982/02  წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. მაღალი აკადემიური შედეგების საფუძველზე, უნივერსიტეტის მიერ, 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, დაფინანსდნენ საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III სემესტრის შემდეგი მაგისტრანტები:
 
 ა) ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა
   ა.ა) წულუკიძე დავით - 1406.25 ლარი;
   ა.ბ) გვარამაძე ქეთევან - 1406.25 ლარი
   ა.გ) პაპიძე ზაირა - 1406.25 ლარი
 ბ) ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა
   ბ.ა) ბექაური გიორგი - 1406.25 ლარი
   ბ.ბ) დევიძე გიორგი - 800 ლარი
   ბ.გ) გიგინეიშვილი ნათია - 800 ლარი
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები მაგისტრანტების მონაცემთა ბაზაში.
3.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5.   ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:                                  დ. ჩომახიძე

« უკან დაბრუნება