2014-05-05
ბრძანება №:64/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრავალდარგოვანი ინგლისურ - ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონის პროექტის განხორციელებისათვის საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-9  და მე-12 პუნქტების,  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრის უფროსის 2014 წლის 21 მარტის #9976/02 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრავალდარგოვანი ინგლისურ - ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონის პროექტის განხორციელების მიზნით შეიქმნას სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკოორდინაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
ა) ვლადიმერ პაპავა  - რექტორი, პროფესორი,  აკადემიკოსი - საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) მარინე ჩიტაშვილი -  რექტორის მოადგილე, პროფესორი - საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
გ) მერაბ ელიაშვილი -  რექტორის მოადგილე, პროფესორი - საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
დ) თინათინ მარგალიტაძე - უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრის უფროსი, ასოცირებული პროფესორი - საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
ე) ნუგზარ სურგულაძე -  აკადემიური საბჭოს წევრი, პროფესორი - საბჭოს წევრი;

ვ) თეიმურაზ ბერიძე -  ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი - საბჭოს წევრი;
ზ) რამაზ ბოჭორიშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი - საბჭოს წევრი;
თ) დარეჯან თვალთვაძე -  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი - საბჭოს წევრი;
ი) ალექსანდრე ცისკარიძე -  მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი - საბჭოს წევრი;
კ) ავთანდილ არაბული - უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი - საბჭოს წევრი;
ლ) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი - საბჭოს წევრი;
მ) თამაზ ზუბიაშვილი -  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - საბჭოს წევრი;
ნ) დიმიტრი კორძაია - მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი - საბჭოს წევრი;
ო) გიორგი ლობჟანიძე - მედიცინის ფაკულტეტის  პროფესორი - საბჭოს წევრი;
პ) ნუგზარ სამადაშვილი - პროექტის იდეის ავტორი - საბჭოს წევრი;
ჟ) ავთანდილ სილაგაძე -  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი - საბჭოს წევრი;
რ) ნანა შათაშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორი - საბჭოს წევრი;
ს) მიხეილ გვერდწითელი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი - საბჭოს წევრი;
ტ) ირინა ხუციშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი - საბჭოს წევრი;
უ) დალი ნიკოლაიშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი - საბჭოს წევრი;
ფ) გურამ ქუთელია - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი - საბჭოს წევრი;
ქ) მაგდა ალანია - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი - საბჭოს წევრი;
ღ) დავით კაკულია - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი - საბჭოს წევრი;
ყ) ზაზა ხეჩინაშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასისტენტ პროფესორი - საბჭოს წევრი;

2.  საკოორდინაციო საბჭოს დაევალოს:
ა) უნივერსიტეტში ტერმინოლოგიური მუშაობის სწორად წარმართვისათვის, შექმნას ექსპერტთა ჯგუფი თანამედროვე ქართული ტერმინოლოგიის განვითარების ძირითადი სტრატეგიისა და მეთოდოლოგიის შემუშავებისათვის;
ბ) კოორდინაცია გაუწიოს ტერმინოლოგიურ მუშაობას უნივერსიტეტში;
გ) უნივერსიტეტის თითოეულ მიმართულებაზე შეარჩიოს პროფესორი, რომელიც გაუძღვება ტერმინოლოგიურ მუშაობას მიმართულებაზე;
დ) თითოეული მიმართულებისათვის შექმნას საკონსულტაციო საბჭო, რომელიც გააერთიანებს დარგის წამყვან სპეციალისტებს;
ე) გააკონტროლოს შექმნილი სიტყვა-სტატიების ხარისხი მათი რეცენზირების გზით;
ვ) უზრუნველყოს შექმნილი ტერმინების ფართო განხილვა და ხელი შეუწყოს დარგში მათ დანერგვას;
ზ) იმუშაოს დაფინანსების წყაროების მოპოვებაზე პროექტის მონაწილეებისათვის;
თ)შეიმუშაოს სტრატეგია სტუდენტებისა და პროფესორებისათვის ტერმინოლოგიური მუშაობის დატვირთვაში ჩათვლის თაობაზე.
3.  საპილოტე პროექტზე მუშაობა დაიწყოს მიმდინარე სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტებზე.
4. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.  ბრძანება ძალაშია  გამოცემისთანავე.

რექტორი, პროფესორი                           აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება