2018-08-16
ბრძანება №:720/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე - „საზოგადოებრივი ჯანდაცვა (ინგლისურენოვანი)“ საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის თაობაზე

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე - „საზოგადოებრივი ჯანდაცვა (ინგლისურენოვანი)“  საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის თაობაზე

   „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, ,,ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის N224/ნ ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების  მიერ  დოკუმენტების  წარდგენისა  და  განხილვის წესის  დამტკიცების  შესახებ“  მე-2  მუხლის  პირველი  პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, „აბიტურიენტებისათვის/მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის/სტუდენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 1 აგვისტოს N57, 3 აგვისტოს N67, 10 აგვისტოს N91 ბრძანებების, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 14 აგვისტოს N16641/32 წარდგინების, მაგისტრანტობის კანდიდატთა (N12011/10-02, 22.06.2018; N12012/10-02, 22.06.2018; N11916/10-02, 21.06.2018; N13897/10-02, 23.07.2018;  N13411/10-02, 13.07.2018) განცხადებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    ჩაირიცხონ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე - „საზოგადოებრივი ჯანდაცვა (ინგლისურენოვანი)“ 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე მაგისტრანტობის  კანდიდატები:

1. ფრედა ომიენიმი ჰალლიდეი (პასპორტის, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკა);
2. იბრაჰიმ ბოლარინვა დაუდა (პასპორტის, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკა);
3. ორევა ოგოდიე (პასპორტის, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკა);
4. მუსტაფა ტალალ აჰმედ აჰმედ (პასპორტის, ერაყის რესპუბლიკა);
5. ტოლულოპე ფლორენს ოლანიი (პასპორტის, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკა).

2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3.    ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                                                                            ალექსანდრე ცისკარიძე


« უკან დაბრუნება