2012-07-12
ბრძანება №:103/02-01

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებითა და სამკითხველო დარბაზებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 29 მარტის #46/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებითა და სამკითხველო დარბაზებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 29 მარტის #46/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის #412 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებითა და სამკითხველო დარბაზებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 29 მარტის #46/02-01 ბრძანებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით – ,,ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებითა და სამკითხველო დარბაზებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ”;
ბ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით -   ,,1. დამტკიცდეს წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებით სარგებლობის წესი (დანართი #1)”;
გ) ბრძანებით დამტკიცებული #1 დანართის შესავალში მოცემული ამ დანართის დამამტკიცებელი აქტის გამომცემი პირისა და რეკვიზიტების შესახებ არსებული შინაარსი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით –
   ,, დანართი - #1
დამტკიცებულია ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის
ხელმძღვანელის 2011 წლის “ 29. 03 “
#46/02-01 ბრძანებით”;

დ) ბრძანებით  დამტკიცებული დანართ #1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებითა და სამკითხველო დარბაზებით სარგებლობის წესი”;
ე) ბრძანებით დამტკიცებული დანართ #1-ის  პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ა)” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით - ,,ა). ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ტექსტში შემდგომ - ,,უნივერსიტეტი”) ბაკალავრს, მაგისტრსა და დოქტორანტს (მომსახურების ფორმა-სამკითხველო დარბაზი, აბონემენტი)”;
ვ) ბრძანებით დამტკიცებული დანართ #1-ის  მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით - ,,4. საბიბლიოთეკო დოკუმენტების, სარგებლობის ვადის გასვლის შემდგომ, 30 სამუშაო დღის ვადაში დაუბრუნებლობის შემთხვევაში მკითხველი ვალდებულია, დააბრუნოს იმავე დასახელებისა და გამოცემის წლის შესაბამისი ან, სანაცვლოდ, იმავე დასახელების ახალი გამოცემის საბიბლიოთეკო ერთეული, ან გადაიხადოს წიგნის ღირებულება და ჯარიმის სახით დაფიქსირებული თანხა 50 ლარის ოდენობით”.
2.  ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
3. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსება;
4.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                            დავით ჩომახიძე

« უკან დაბრუნება