2012-11-09
ბრძანება №:38/04

ა(ა)იპ - ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ თანამშრომელთა საზღვარგარეთ მივლინების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

ა(ა)იპ - ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ თანამშრომელთა საზღვარგარეთ მივლინების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-12 მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის,  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ და ,,ი“ ქვეპუნქტების, ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-3 და მე-5 პუნქტების, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ნ“ ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის, ,,დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის N220 ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    დამტკიცდეს ,,ა(ა)იპ - ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ თანამშრომელთა საზღვარგარეთ მივლინების წესი და პირობები“ (დანართი N1).
2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
3.    ბრძანების პერსონალის მართვის დეპარტამენტისა და საფინანსო დეპარტამენტისათვის შესასრულებლად, ხოლო უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურული ერთეულებისათვის გაცნობის მიზნით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.    ბრძანებით გათვალისწინებული წესი ძალაში შევიდეს 2013 წლის  10 იანვრიდან.
5.    ბრძანებით გათვალისწინებული წესი არ ვრცელდება საზღვარგარეთ მივლინების მის ძალაში შესვლამდე დაწყებულ პროცედურებზე.
6.    ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.




რექტორი                                                                        ალექსანდრე კვიტაშვილი                                                                                   

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                           დავით ჩომახიძე
« უკან დაბრუნება