2015-09-22
ბრძანება №:117/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ -კურსის “ფიზიკა სკოლაში და სკოლის გარეთ” ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ -კურსის  “ფიზიკა სკოლაში და სკოლის გარეთ” ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე  და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ-კურსის “ფიზიკა სკოლაში და სკოლის გარეთ”-ს დამტკიცების შესახებ რექტორის  2015 წლის 18 სექტემბრის №170/02 ბრძანების საფუძველზე,

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:  

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ-კურსის კურსის  “ფიზიკა სკოლაში და სკოლის გარეთ” (შემდგომში - ,,ტრენინგ-კურსი”) ერთი კურსის (კურსის მოცულობა 30 კვირა) ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 450 ლარით.
2. ტრენინგ-კურსი გაიხსნას კურსზე მინიმუმ 10 მსმენელის არსებობის შემთხვევაში. 
3. ტრენინგ-კურსის ღირებულების გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად, რაც განისაზღვრება სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მსმენელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. 
4. ტრენინგ-კურსის მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი –  25 ლარის ოდენობით (დაბეგვრით); 
5. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
6. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
7. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 
 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 
მოვალეობის შემსრულებელი, 
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე                ერმი ქემოკლიძე            
« უკან დაბრუნება