2010-10-12
ბრძანება №:97/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 2 სექტემბრის №75/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 2 სექტემბრის №75/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57–ე მუხლისა და 63–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე–2  პუნქტის საფუძველზე,


ვბრძანებ:

1.    შევიდეს ცვლილება რექტორის 2010 წლის 2 სექტემბრის №75/01-01 ბრძანების პირველ პუნქტში და სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის        2010–2011 სასწავლო წლის ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის ვადები გაგრძელდეს 15 ოქტომბრის ჩათვლით.
2.    ბრძანების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა.
3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4.    დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გამოაკრას ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5.    ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
6.    წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის №52), ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).



რექტორის მოვალეობის შემსრულებელი                  ა. კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება