2009-07-16
ბრძანება №:71/01-01

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული  პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის #91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის #13 სხდომის გადაწყვეტილების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის  დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულების 2009 წლის 30 ივნისის #129 /02-01 ბრძანების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
  2. კონკურსი    ცხადდება    სოციალურ   და   პოლიტიკურ   მეცნიერებათა ფაკულტეტზე გენდერის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის ვაკანტურ საშტატო  ერთეულზე, ხელფასი  თვეში არანაკლებ 720 (შვიდას ოცი) ლარის ოდენობით.     
  3. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 3 წლის ვადით შეიძლება   არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 წლის  პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილება.
  4. კონკურსი   გამოცხადდეს   2009   წლის  14  ივლისს,    დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2009 წლის 14 აგვისტოდან 2009   წლის 14 სექტემბრის ჩათვლით.
  5. ასოცირებული   პროფესორის   თანამდებობაზე ასარჩევი  კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
    ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
    ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
    გ) ავტობიოგრაფია (cv);
    დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
    ე) სალექციო კურსების ჩამონათვალი – სილაბუსებით;
    ვ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
    ზ) ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს;

    კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:

    ა) ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში საგრანტო პროექტების ხელმძღვანელობის ან პროექტებში მონაწილეობის შესახებ.
    ბ) ინფორმაცია    მისი   ხელმძღვანელობით   შედგენილი   და განხორციელებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შესახებ;
  6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს თსუ-ს კანცელარიაში 2009 წლის 14 აგვისტოდან 2009 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით, თბილისი  ი. ჭავჭავაძის გამზ. #3 (II კორპუსი).
  7. ბრძანება გამოქვეყნდეს  გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში" და  განთავსდეს  თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
  8. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წარდგინება #13344, 09.07. 2009წ.

 

 

 

 

   რექტორი, პროფესორი      
                               გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება