2018-02-19
ბრძანება №:30/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამაზე - „საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა მათემატიკაში“ (ინგლისურენოვანი) - 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მიღების, ვაკანტური ადგილების, გამოცდის ჩატარების ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამაზე - „საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა მათემატიკაში“ (ინგლისურენოვანი) - 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მიღების, ვაკანტური ადგილების, გამოცდის ჩატარების ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ", "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის  29 ივნისის N57/2011 დადგენილების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 12 თებერვლის N2402/28 და დეკანის მოადგილის 14 თებერვლის N2700/28 წერილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს მიღება 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში   სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისურენოვან საგანმანათელბლო პროგრამაზე - „საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა მათემატიკაში“;

2. განისაზღვროს 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე - „საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა მათემატიკაში“ - 4 ვაკანტური ადგილით;

3. განისაზღვროს მიღების ვადები: 
ა) საბუთების მიღება და განხილვა სამეთვალყურეო კომიტეტის მიერ -  20-21 თებერვალი; 
ბ) გამოცდა ინგლისურ ენაში - 22 თებერვალი (10 საათი);
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 22 თებერვალი (18 საათი);
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 23 თებერვალი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 26 თებერვალი;
ვ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 27 თებერვალი;
ზ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 27 თებერვალი (17 საათი);
თ) შეთანხმების გაფორმება სამეთვალყურეო კომიტეტსა და დოქტორანტობის კანდიდატს შორის - 28 თებერვალი; 
ი)  ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან -  28 თებერვალი; 
კ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 1 მარტი.

4. განისაზღვროს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა: 
ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
გ) მათემატიკის/გამოყენებითი მათემატიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად  დამოწმებული ასლი; 2018 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელების თანხმობა;
ზ) სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
თ) ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ლ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
მ) ორი სარეკომენდაციო წერილი;
ლ) სამოტივაციო წერილი (გამოცდილება, კვლევის თემატიკა).

5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


  რექტორი                                                        გიორგი შარვაშიძე

« უკან დაბრუნება