2009-11-04
ბრძანება №:117/01-01

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ


 `უმაღლესი განათლების შესახებ~ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული `საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების~ 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის, `ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ- პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ~ აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის #91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის #13 სხდომის გადაწყვეტილების, ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2009 წლის 22 სექტემბრის #177/02-01 საფუძველზე,

                              ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.    გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული და ასოცირებული პროფესორების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად;
2.    სრული და ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 3 წლის ვადით  შეიძლება არჩეულ იქნეს  დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
3.    კონკურსი გამოცხადდეს 2009 წლის 4 ნოემბერს, დოკუმენტაციის წარმოდგენის  ვადა განისაზღვროს 2009 წლის 4 დეკემბრიდან 2009 წლის  18 დეკემბრამდე;
4.    კონკურსი ჩატარდეს საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 და არა უგვიანეს 2 თვის ვადაში.
5.    კონკურსი ცხადდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინური: ბიოფიზიკის ქვემიმართულებით სრული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე, ბიოფიზიკის ქვემიმართულებით ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე.
6.    სრული პროფესორის თანამდებობაზე ხელფასი განისაზღვრება თვეში     900 (ცხრაასი) ლარით, ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ხელფასი განისაზღვრება თვეში 720 (შვიდას ოცი) ლარით.
7.    სრული და ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი   კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა)    განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ)    პირადობის მოწმობის ასლი;
გ)   ავტობიოგრაფია (ჩV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის      (დოკუმენტების) ასლი;
ე) სალექციო კურსების ჩამონათვალი _ სილაბუსებით;
ვ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
ზ) ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო    ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს;
თ) სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის   დასაკავებლად არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ი) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის   დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის   გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

   კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:

ა) ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში საგრანტო პროექტების   ხელმძღვანელობის ან პროექტებში მონაწილეობის შესახებ;
ბ) ინფორმაცია მისი ხელმძღვანელობით შედგენილი და განხორციელებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შესახებ;
8.    საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, 2009 წლის 4 დეკემბრიდან 2009 წლის 18 დეკემბრამდე, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. #3 (II კორპუსი) მე-2 სართული, ოთახი #234;
9.    ბრძანება გამოქვეყნდეს  გაზეთ `თბილისის უნივერსიტეტში~ და განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
10.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის   
             მოვალეობის შემსრულებლის წერილი #22924/02; 01.10.2009წელი
 
 




  რექტორი, პროფესორი  
                                         გ. ხუბუა
« უკან დაბრუნება