2011-11-15
ბრძანება №:2258/01-04

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 27 სექტემბრის „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტების მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე” №1694/01-04 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 27 სექტემბრის „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის  შემოდგომის სემესტრში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტების მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე” №1694/01-04 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ

    2011 წლის 2 ნოემბერს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს განცხადებით (№30032/02) მომართა სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე მობილობის წესით ჩარიცხულმა მზია წულუკიძემ. განმცხადებელმა მოითხოვა უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 27 სექტემბრის №1694/01-04 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ვინაიდან მას უნივერსიტეტთან ხელშეკრულება არ გაუფორმებია. ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოირკვა შემდეგი:
    შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტმა მზია წულუკიძემ ელექტრონულ პორტალზე მოიპოვა 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მობილობის წესით ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე (სპეციალობა – ბიოლოგია) ჩარიცხვის უფლება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების მე-7 მუხლის მე-4 პუქტის თანახმად, მობილობის მსურველი პირი ელექტრონულ პორტალზე შესაბამისი დაწესებულების ფაკულტეტზე ჩარიცხვის უფლების მოპოვების შემდეგ ჩარიცხვის თაობაზე  უფლებამოსილია განცხადებით მიმართოს მიმღებ დაწესებულებას. განცხადებას თან უნდა დაერთოს საგანმანათლებლო დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც პირი ჩაირიცხა დაწესებულებაში და სტუდენტის პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციის ასლები. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მობილობის მსურველი, რომელიც დაწესებულების მიერ დადგენილ ვადაში არ მიმართავს განცხადებით მიმღებ დაწესებულებას ჩარიცხვის თაობაზე, კარგავს აღნიშნულ ფაკულტეტზე ან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას.
    მზია წულუკიძეს არ გამოუვლენია ნება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლისა. მას ჩარიცხის თხოვნით  არ  მოუმართავს უნივერსიტეტისათვის და, შესაბამისად, დადგენილ ვადებში არ წარმოუდგენია 2011 წლის რექტორის "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ" №66/01-01 ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები. აქედან გამომდინარე, დაირღვა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურა და რექტორის 2011 წლის 5 ივლისის "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ" №66/01-01 ბრძანებით გათვალისწინებული აქტის გამოცემის პროცედურის სრულად დაცვის შემთხვევაში  მზია წულუკიძის მიმართ მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.  
აქედან გამომდინარე და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე–601  მუხლის პირველი ნაწილის, მე–2 ნაწილის, მე-3 ნაწილის, მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, მე-8 ნაწილის, 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის  15 ოქტომბრის "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის მე-3 ნაწილისა და მზია წულუკიძის 2011 წლის 2 ნოემბრის №30032/02 განცხადების  საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. ბათილად იქნეს ცნობილი უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 27 სექტემბრის „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის  შემოდგომის სემესტრში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტების მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე” №1694/01-04 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1 მე-7 ნომრად მითითებულ მზია წულუკიძის ნაწილში ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან
  2. შეტანილ იქნეს ცვლილება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში (2 კვირის ვადაში).
  3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
  4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
  5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



რექტორი                                  ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება