დადგენილება №233/2018 - “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

დადგენილება №244/2018 - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №116/2018 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

დადგენილება №244/2018
27 დეკემბერი, 2018


„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №116/2018 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ7“ ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, 2018 წლის 26 დეკემბრის №26882/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 27 დეკემბრის №28 სხდომის ოქმის  საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №116/2018 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ  №1 დანართში:

ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს უფლებამოსილება
1. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო:
ა) შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას, რომლითაც განისაზღვრება სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი, აგრეთვე დისერტაციის დაცვის პროცედურა. სადისერტაციო საბჭოს დებულებას ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო;
ბ) ამტკიცებს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს მუშაობის რეგლამენტს;
გ) ირჩევს საბჭოს თავმჯდომარეს, საბჭოს მდივანსა და თავმჯდომარის მოადგილეს;
დ) ამტკიცებს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის წარდგინებას თითოეული სადისერტაციო ნაშრომის რეცენზენტების  შერჩევისა და სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის შექმნის თაობაზე;
ე) იღებს გადაწყვეტილებას სადისერტაციო ნაშრომზე აკადემიური ეთიკის დარღვევის არსებობის შემთხვევაში მინიჭებული აკადემიური ხარისხის საფუძვლიანობის შემოწმების თაობაზე (სადისერტაციო ნაშრომში გაყალბებული მონაცემების გამოყენება, პლაგიატი ან სადისერტაციო საქმისწარმოებისას არასწორი მონაცემების წარდგენა და სხვ.);
ვ) ამტკიცებს დისერტაციის დაცვის განსხვავებულ რეგლამენტს იმ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, რომელთა დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს ენიჭებათ უნივერსიტეტისა და უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორის აკადემიური ხარისხი;
ზ) ამტკიცებს სადისერტაციო ნაშრომის ტექნიკური მონაცემების ინსტრუქციას, რომელსაც შეიმუშავებს ფაკულტეტი;
თ) სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის დასკვნის (შეფასების) საფუძველზე ანიჭებს დოქტორის აკადემიურ ხარისხს.
2. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს სხდომები ტარდება საჭიროებისამებრ, სემესტრში, სულ მცირე, ოთხჯერ მაინც.“;

ბ) მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს სხდომას იწვევს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე. საჭიროების შემთხვევაში სხდომის მოწვევა შესაძლებელია საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრების, სულ მცირე, 1/3-ის ან ფაკულტეტის დეკანის მოთხოვნით.“;

გ) მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო თითოეული სადისერტაციო ნაშრომის დაცვის მიზნით ამტკიცებს სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიას, შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით, ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე.“;

დ) მე-4 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო იხილავს სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის დადებით გადაწყვეტილებას (შეფასებას), ინფორმაციას დაცვის პროცედურების შესახებ და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების ან უარი თქმის შესახებ.“;

ე) ამოღებულ იქნეს დებულების მე-4 მუხლის მე-12 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი;

ვ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისია
1. თითოეული სადისერტაციო ნაშრომის დაცვის მიზნით საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს მიერ დამტკიცებული სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისია შედგება შესაბამისი მიმართულების/დარგის/სპეციალობის პროფესორების, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორებისაგან ან/და უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის შესაბამისი მიმართულების/დარგის/სპეციალობის უფროსი მეცნიერი თანამშრომლებისა და მთავარი მეცნიერი თანამშრომლებისაგან.
2. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის წევრს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პუბლიკაციები დოქტორანტის სადისერტაციო თემასთან დაკავშირებულ სამეცნიერო მიმართულებაში/დარგში/სპეციალობაში.
3. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის შემადგენლობაში არანაკლებ 1 წევრი უნდა იყოს შესაბამისი მიმართულების/დარგის წარმომადგენელი/სპეციალობის მქონე პირი საქართველოდან ან/და უცხოეთიდან, რომელსაც უნივერსიტეტში არ უკავია აკადემიური თანამდებობა.
4. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის წევრები, დისერტაციის დადებითად რეცენზირების შემთხვევაში, არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში ეცნობიან შესაბამისი ფაკულტეტის მიერ გადაცემულ სადისერტაციო ნაშრომს.
5. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისია თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და მდივანს ირჩევს თავისი შემადგენლობიდან.
6. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 7 წევრისგან.“;

ზ) მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის მდივანი უზრუნველყოფს შესაბამისი კომისიის ორგანიზაციულ საქმიანობას:
ა) აწარმოებს სადისერტაციო ნაშრომის დაცვის ოქმს;
ბ) ეხმარება კომისიის თავმჯდომარეს ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაში;
გ) ხელმძღვანელობს კომისიის საქმისწარმოებას;
დ) უზრუნველყოფს დაცვის კომისიის მიერ წარმოებული დოკუმენტაციის მიწოდებას ფაკულტეტისათვის.“;

თ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის წევრების მიერ დისერტაციის შეფასება ხდება კონფიდენციალურად, ასქულიანი სისტემით. დისერტაციის საბოლოო შეფასებისათვის სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიას გამოყავს ქულათა საშუალო არითმეტიკული, რომელსაც შეუფარდებს შეფასებას შემდეგი სისტემის მიხედვით:
ა) ფრიადი (summa cum laude) – შესანიშნავი ნაშრომი - შეფასების 91-100 ქულა;
ბ) ძალიან კარგი (magna cum laude) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აღემატება - მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
გ) კარგი (cum laude) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს აღემატება - მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
დ) საშუალო (bene) – საშუალო დონის ნაშრომი, რომელიც წაყენებულ ძირითად მოთხოვნებს აკმაყოფილებს - მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
ე) დამაკმაყოფილებელი (rite) – შედეგი, რომელიც, ხარვეზების მიუხედავად, წაყენებულ მოთხოვნებს მაინც აკმაყოფილებს - მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა;
ვ) არადამაკმაყოფილებელი (insufficient) – არადამაკმაყოფილებელი დონის ნაშრომი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს მასში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო - მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა;
ზ) სრულიად არადამაკმაყოფილებელი (sub omni canone) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს სრულიად ვერ აკმაყოფილებს - მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები.“;

ი) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის დოკუმენტაცია საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს გადაეცემა შეფასებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში და ასევე განთავსდება შესაბამის ელექტრონულ სივრცეში, PDF ფორმატის სახით (სადისერტაციო ნაშრომის ერთი ეგზემპლარი; დისერტაციის ძირითადი დებულებების ამსახველი მოკლე ვერსია; დოქტორანტის განაცხადი; დოქტორანტის მიერ შესრულებული სამუშაოს შემაჯამებელი ანგარიში; სამეცნიერო ხელმძღვანელის დასკვნა; ცნობა სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნებისათვის წაყენებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე; გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ამონაბეჭდი და/ან რედაქტორის (რედკოლეგიის) მიერ გაცემული ცნობა გამოსაქვეყნებლად მიღებული სტატიის შესახებ და ნაშრომის ბეჭდური ვერსია; სადისერტაციო ნაშრომის შეფასების პროცესის ინტერნაციონალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტი 2018-2019 სასწავლო წლამდე ჩარიცხული დოქტორანტებისათვის; რეცენზენტების დასკვნები (რეცენზიები); სადისერტაციო ნაშრომის დაცვის ოქმი).“;

კ) მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის დოკუმენტაცია საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს სხდომამდე, რომელზედაც დასმული იქნება საკითხი ამ სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის დასკვნის (შეფასების) დამტკიცების თაობაზე, უნდა ინახებოდეს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს აპარატში და ხელმისაწვდომი უნდა იყოს გასაცნობად საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს ყველა წევრისთვის.“;

ლ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭება
1. უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის დოქტორანტს დოქტორის აკადემიურ ხარისხს (PhD) ანიჭებს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო. 
2. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის დასკვნას (შეფასებას) განიხილავს მიღებიდან არაუმეტეს  45 სამუშაო დღის ვადაში.
3. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს მიერ დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭება კანონიერად ითვლება, თუ საბჭოს ესწრებოდა საბჭოს წევრთა ნახევარი მაინც და აკადემიური ხარისხის მინიჭებას ხმა მისცა საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთაგან ნახევარზე მეტმა. ამ პუნქტით გათვალისწინებულ სხდომას ესწრება  სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის ან/და სადისერტაციო მუდმივმოქმედი დარგობრივი კომისიის ერთი წევრი მაინც.
4. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დისერტაციის შეფასებისა და დაცვის პროცედურის მიმდინარეობის შესახებ დამსწრეებს ინფორმაციას აწვდის სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის ან/და სადისერტაციო მუდმივმოქმედი დარგობრივი კომისიის წევრი. თითოეული დოქტორანტის მიმართ დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების გადაწყვეტილების  მიღებისას კენჭისყრა უნდა იყოს ღია.
5. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის დასკვნის (შეფასების) დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, ვალდებულია თავისი წერილობითი დასაბუთება წარმოადგინოს გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერად ითვლება, თუ საბჭოს ესწრებოდა საბჭოს წევრთა ნახევარი მაინც და გადაწყვეტილებას ხმა მისცა საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთაგან ნახევარზე მეტმა.
6. დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების პროცედურის ამსახველი საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს სხდომის ოქმი და სადისერტაციო ნაშრომის დაცვის დოკუმენტაცია, ინახება შესაბამის ფაკულტეტზე დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებიდან 3 წლის განმავლობაში და შემდეგ გადაეცემა თსუ-ს არქივს.“;

მ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. დისერტაციის გამოქვეყნება
ფაკულტეტი ვალდებულია, დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების შემდეგ, ერთი თვის ვადაში გადასცეს დისერტაცია ელექტრონული ფორმით უნივერსიტეტის გამომცემლობას, საუნივერსიტეტო  ბიბლიოთეკასა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას; ამავე ვადაში დისერტაციის თითო ბეჭდური და ელექტრონული ეგზემპლარი უნდა გადაეცეს საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკასა და ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას.“;

ნ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს დებულებაში ცვლილებებსა და დამატებებს შეიმუშავებს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო, რომელსაც უნივერსიტეტის ფაკულტეტების საბჭოებისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების  წარდგინებით, ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.“.

2. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №116/2018 დადგენილებაში და დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11 . დამტკიცდეს სადისერტაციო ნაშრომის დაცვის ოქმის ფორმა (დანართი № 2).“.

3. დაევალოს უნივერსიტეტის ფაკულტეტებს, ფაკულტეტის დებულების და დოქტორანტურის დებულების სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს დებულებასთან შესაბამისობაში მოყვანა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების წარმოდგენა არაუგვიანეს 2019 წლის 15 თებერვლისა.
4. 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან დისერტაციისა და სადისერტაციო ნაშრომის დაცვის დოკუმენტაციის წარდგენა დოქტორანტის მიერ შესაბამის ფაკულტეტზე განხორციელდეს წინამდებარე დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად.
5. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, N6).
7. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

გიორგი შარვაშიძე 
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე



გამოქვეყნების თარიღი:2019-01-17 14:47:48