დადგენილება №116/2015 - „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტაბოლური გენეტიკის ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 11 ივნისის №44/2012 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

დადგენილება №116/2015
26 ოქტომბერი 2015

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტაბოლური გენეტიკის ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 11 ივნისის №44/2012 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 61-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტისა და იურიდიული დეპარტამენტის 15.10.2015, №38548/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტაბოლური გენეტიკის ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 11 ივნისის №44/2012 დადგენილება.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


  რექტორი, პროფესორი                                             აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
  აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე