დადგენილება №124/2015 - ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

დადგენილება №124/2015
    30   ნოემბერი  , 2015

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 29-ე მუხლის პირველი, მე-2, 51, მე-6 პუნქტების,  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტისა და  თსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის 18.11.2015, №43021/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს: 

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,1. უნივერსიტეტის პროფესორად 9 (ცხრა) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი. პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.“;

ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,2. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი. ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.“.

2. შევიდეს დამატება ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილებაში და ამ დადგენილების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ №1 დანართს მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:
,,მუხლი 81. უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობაზე არჩეულ პირთან უვადო შრომითი ხელშეკრულების გაფორმების წესი და უვადო შრომითი ხელშეკრულების პირობები
1. უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობაზე არჩეულ პირს შესაძლებელია გაუფორმდეს უვადო შრომითი ხელშეკრულება და განესაზღვროს შრომითი ხელშეკრულების განსხვავებული პირობები ამ მუხლით გათვალისწინებული წესით.
2. უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობაზე არჩეულ მოქმედ აკადემიურ პერსონალს (პროფესორს) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიმართ მისი წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში გაუფორმდება უვადო შრომითი ხელშეკრულება თუ იგი აკმაყოფილებს ამ პუნქტით დადგენილი მოთხოვნებიდან ერთ-ერთ პირობას მაინც:
ა) უნდა იყოს პროფესორის (სრული პროფესორის) თანამდებობაზე არანაკლებ 3-ჯერ არჩეული, ჰქონდეს ამ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 15 წლის გამოცდილება და მისი ციტირების ინდექსი უნდა იყოს არანაკლებ 100 ,,Publish or Perish“-ის მიხედვით;
ბ) უნდა იყოს პროფესორის (სრული პროფესორის) თანამდებობაზე არანაკლებ 2-ჯერ არჩეული, ჰქონდეს ამ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და მისი ციტირების ინდექსი უნდა იყოს არანაკლებ 500 ,,Publish or Perish“-ის მიხედვით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროფესორის (სრული პროფესორის) თანამდებობაზე 2-ჯერ ან 3-ჯერ არჩევა და შესაბამისი ოდენობის გამოცდილების ქონა უნდა დასტურდებოდეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის პერსონალის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული ოფიციალური წერილობითი ინფორმაციით.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ციტირების შესაბამისი ოდენობის ინდექსის არსებობა ,,Publish or Perish“-ის მიხედვით უნდა დასტურდებოდეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მიერ გაცემული ოფიციალური წერილობითი ინფორმაციით.
5. გარდა ამ მუხლის მე-2 - მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პირობებისა უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობაზე არჩეულ მოქმედ აკადემიურ პერსონალს (პროფესორს)  შესაბამისი ადმინისტრაციის მიმართ მისი წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში გაუფორმდება უვადო შრომითი ხელშეკრულება ფაკულტეტის საბჭოს დასაბუთებული წარდგინების საფუძველზე (რომელშიც აღწერილი უნდა იქნეს მისი აკადემიურ, სამეცნიერო სფეროში განსაკუთრებული დამსახურება, შესაბამის სამეცნიერო დარგში მაღალი საზოგადოებრივი ცნობადობა). წერილობითი მოთხოვნა ფაკულტეტის საბჭოს მიერ განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის წარმომდგენი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს (გარდა ციტირების ინდექსისა).
6. წინამდებარე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირობებით უნივერსიტეტის თითოეულ ფაკულტეტზე ერთდროულად შესაძლებელია არსებობდეს არა უმეტეს ორი უვადო შრომითი ხელშეკრულების მქონე პროფესორი.
7. იმ შემთხვევაში თუ პროფესორის თანამდებობის მქონე პირს უვადო შრომითი ხელშეკრულება გაფორმებული აქვს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით და იგი დააკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით უვადო შრომითი ხელშეკრულების მიღების პირობებს, მისი წერილობითი მოთხოვნის თანახმად და ამ მუხლით გათვალისწინებული ოფიციალური ინფორმაციის წარმოდგენის საფუძველზე ავტომატურად ითვლება ისეთი უვადო შრომითი ხელშეკრულების მქონედ, რომელიც გათვალისწინებულია წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტით. 
8. უვადო შრომითი ხელშეკრულების მქონე პროფესორის მიერ უნივერსიტეტის შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილი პროფესორის შესასრულებელი სამუშაოს მინიმალური მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ეგზავნება ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება ამ პროფესორის უვადო შრომითი ხელშეკრულებიდან ვადიან შრომით ხელშეკრულებაზე გადაყვანის შესახებ. ასეთ შემთხვევაში უვადო შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა (ნამუშევარი პერიოდი) ითვლება ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადაში. აღნიშნული შრომითი ხელშეკრულების ვადის განმავლობაში შესაბამისი პროფესორის უვადო შრომით ხელშეკრულებაზე გადაყვანა დაუშვებელია.“.

3. წინამდებარე დადგენილებით გათვალისწინებული ცვლილებები არ ვრცელდება უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მოქმედ შრომით ხელშეკრულებებზე.
4. აღნიშნული დადგენილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
5. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
8. წინამდებარე დადგენილება ძალაში შევიდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან.

                         

რექტორი, პროფესორი                                                    აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა 
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე