დადგენილება №43/2014 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის №39/2014 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 28 აპრილის №41/2014 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ
დადგენილება №41/2014 - “თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის დამტკიცების და მის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის № 39/2014 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

დადგენილება №48/2014 - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

დადგენილება №48/2014  
09 ივნისი 2014

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ


    „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ქვეპუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის 22.05.2014, №16222/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1.    შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"3. სასწავლო წლის დაწყებამდე რექტორის ბრძანებით განისაზღვრება წინასწარი აკადემიური, ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის, სააუდიტორიო მეცადინეობებისა და საგამოცდო პერიოდის ვადები.“ 

2.    შევიდეს დამატება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში და დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

"მუხლი 61. წინასწარი აკადემიური რეგისტრაცია
   
1.    ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული რეგისტრაციის დაწყებამდე ფაკულტეტებს ეძლევათ შესაძლებლობა გამოაცხადონ წინასწარი აკადემიური რეგისტრაცია, რაც გულისხმობს სტუდენტის სასწავლო კურსებზე დარეგისტრირებას სასწავლო პროცესის მართვის სისტემის საშუალებით.
2.    წინასწარი აკადემიური რეგისტრაცია ნებაყოფლობითია როგორც ფაკულტეტის, ასევე შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
3.    რექტორის ბრძანებით წინასწარი აკადემიური რეგისტრაციისათვის განსაზღვრულ ვადებში სტუდენტის მიერ რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში, საგნების დარეგისტრირება შესაძლებელია აკადემიური რეგისტრაციისთვის განსაზღვრულ პერიოდში სასწავლო კურსებისათვის გამოყოფილი ადგილების ფარგლებში.
4.    ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში უქმდება წინასწარი აკადემიური რეგისტრაციის პერიოდში არჩეული სასწავლო კურსები.
5.    წინასწარ აკადემიურ რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა დანარჩენი პირობები განისაზღვრება უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტებთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე გამოცემული ფაკულტეტის დეკანის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“

3.    შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-16 მუხლის სათაურში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 16. შუალედური/დასკვნითი გამოცდა“.

4.    შევიდეს დამატება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილებით დამტკიცებული დანართი  №1-ის მე-16 მუხლში და დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. შუალედური გამოცდის აღდგენის პირობები:
ა) შუალედურ გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, როდესაც გამოცდას ატარებს ფაკულტეტი, გამოცდის აღდგენა დასაშვებია დეკანის სახელზე სტუდენტის განცხადების საფუძველზე, გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის მითითებითა და ამ მიზეზის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით. გადაწყვეტილებას გამოცდის აღდგენის თაობაზე იღებს დეკანი. გამოცდის აღდგენა შესაძლებელია მოხდეს შუალედური გამოცდის ჩატარების დღიდან 2 კვირის ვადაში;
ბ) შუალედურ გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, როდესაც გამოცდას ატარებს საგამოცდო ცენტრი, შესაბამისი გამოცდის აღდგენა დასაშვებია საგამოცდო ცენტრისათვის ელექტრონული ბაზის sაშუალებით (sms.tsu.ge) სტუდენტის მიერ გაგზავნილი მიმართვის საფუძველზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის მითითებითა და გამოცდის აღდგენამდე ამ მიზეზის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით. გადაწყვეტილებას გამოცდის აღდგენის თაობაზე იღებს საგამოცდო ცენტრი. გამოცდის აღდგენა უნდა მოხდეს შუალედური გამოცდის ჩატარების დღიდან 2 კვირის ვადაში.
გ) შუალედური გამოცდის აღდგენისათვის განკუთვნილი 2 კვირის განმავლობაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში სტუდენტისათვის ინდივიდუალური წესით შუალედური გამოცდის აღდგენა დასაშვებია მხოლოდ საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში. გადაწყვეტილებას ინდივიდუალური წესით შუალედური გამოცდის აღდგენის თაობაზე იღებს ფაკულტეტის დეკანი."

5.    შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილებით დამტკიცებული დანართი   №1-ის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ძირითად და დამატებით გამოცდებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში სტუდენტისათვის საგამოცდო პერიოდის გასვლის შემდეგ გამოცდის ინდივიდუალური წესით დანიშვნა დასაშვებია მხოლოდ საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში.   გადაწყვეტილებას საგამოცდო პერიოდის გასვლის შემდეგ გამოცდის ინდივიდუალური წესით დანიშვნის თაობაზე დეკანის წარდგინების საფუძველზე იღებს უნივერსიტეტის რექტორი."

6.    დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.    დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
8.    დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.




აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                  აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა  
რექტორი, პროფესორი