დადგენილება №43/2014 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის №39/2014 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 28 აპრილის №41/2014 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ
დადგენილება №41/2014 - “თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის დამტკიცების და მის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის № 39/2014 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

დადგენილება №33/2014 - „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 22 ნოემბრის №113/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დადგენილება №33/2014
28მარტი 2014

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 22 ნოემბრის №113/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის “უ“ და „ღ“  ქვეპუნქტების, მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ და „ხ“ ქვეპუნქტებისა და თსუ-ის იურიდიული დეპარტამენტის №10742/02, 28.03.2014  წერილის  საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1.    შევიდეს ცვლილება „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 22 ნოემბრის №113/2012 დადგენილების სათაურში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების  ცენტრის  შექმნის შესახებ”;
2.    შევიდეს ცვლილება „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 22 ნოემბრის №113/2012 დადგენილების პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. შეიქმნას „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეული - ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრი“;
3.    შევიდეს ცვლილება „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრის შექმნის შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2012 წლის 22 ნოემბრის №113/2012 დადგენილების მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. დამტკიცდეს „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრის“ დებულება (დანართი 1).
4.    შევიდეს ცვლილება „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრის შექმნის შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2012 წლის 22 ნოემბრის №113/2012 დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში და  ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით (დანართი 1).
5.    აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
6.    დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
7.    დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                         აკადემიკოსი ვლადიმერ   პაპავა  
რექტორი, პროფესორი