დადგენილება №96/2013 - საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების (განჩინება) მოთხოვნებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე N3ბ/03-13) აღსრულების მიზნით ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს N76/2012 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
 
დადგენილება №77/2013
24 ივნისი, 2013


თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 მაისის (საქმე №3/4648-12)  გადაწყვეტილების აღსრულებისა და ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად 2012 წელს ჩატარებული კონკურსის შედეგების შესახებ



ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 მაისის (საქმე №3/4648-12) გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი, რა მიზნითაც 2013 წლის 10 ივნისის N69/2013 დადგენილებით (,,თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 მაისის (საქმე №3/4648-12) გადაწყვეტილების მოთხოვნების შესრულებისა და ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” თსუ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 ივლისის N60/2012 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“) დაიწყო წარმოება. განხორციელებული წარმოებისას, საკითხთან დაკავშირებული ინფორმაცია და პოზიციები მიღებული და განხილული იქნა, როგორც 2013 წლის 10 ივნისის N69/2013 დადგენილებით გათვალისწინებული კომისიისგან, ასევე, სხვა დაინტერესებული პირებისაგან. ჩატარებული წარმოებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 46–ე მუხლის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და 10 ივნისის N69/2013 დადგენილებით დამტკიცებული კომისიის 2013 წლის 24.06.2013 N17805/02 წერილის და ამ კომისიის მიერ შესრულებული სამუშაოს ამსახველი ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 29 მაისის #67/01-01 ბრძანების საფუძველზე, აკადემიური თანამდებობების დაკავების მიზნით, ჩატარებული კონკურსის შედეგები, ეკონომიკის პრინციპების კათედრის სრული პროფესორის ნაწილში, დარჩეს ძალაში.

2. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 29 მაისის #67/01-01 ბრძანების საფუძველზე, აკადემიური თანამდებობების დაკავების მიზნით, ჩატარებული კონკურსის შედეგები ყველა დაინტერსებული პირის მიმართ ძალაშია, ვინაიდან ისინი მიღებული იქნა რეალურ, შესწავლილ, გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ გარემოებებსა და მონაცემებზე დაყრდნობით და ეფუძნება ნამდვილ, ობიექტურ და უტყუარ პროცედურებს.

3. დადგენილების (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 მაისის /საქმე №3/4648-12/  გადაწყვეტილებიდან გამომდინარე) დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობა დაევალოს უნივერსიტეტის იურიდიულ დეპარტამენტს.

4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე და შესაძლებელია გასაჩივრდეს ძალაში შესვლიდან 1 თვის განმავლობაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6.




ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი