დადგენილება №96/2013 - საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების (განჩინება) მოთხოვნებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე N3ბ/03-13) აღსრულების მიზნით ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს N76/2012 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
 
დადგენილება №44/2013
11 მარტი, 2013



„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სასწავლო კურსების სილაბუსების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 13 სექტემბრის №91/2011 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 07.03.2013, №007508/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სასწავლო კურსების სილაბუსების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 13 სექტემბრის №91/2011 დადგენილების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინააარსის ქვეპუნქტები:

„შ) სამართლის ფილოსოფია (დანართი 25);
ჩ) კვლევის მეთოდები და მონაცემთა ანალიზი (დანართი 26);
ც) კვლევის დიზაინი: სადოქტორო დისერტაციის პროექტი (დანართი 27);
ძ) პიროვნების გაგება სოციალურ კონტექსტში (დანართი 28);
წ) ფსიქოლოგიური აზრის ისტორია და ცოდნის სისტემა (დანართი 29);
ჭ) ფსიქომეტრიკა და კლინიკური შეფასება (დანართი 30);
ხ) საერთაშორისო ურთიერთობების კლასიკური ტექსტები/Classic Texts in International Relations (დანართი 31);
ჯ) თანამედროვე დებატები საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში, ნაწილი 1/Contemporary Debates in International Relations Theory, part I (დანართი 32);
ჰ) თანამედროვე დებატები საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში, ნაწილი 2/ Contemporary Debates in International Relations Theory, part II (დანართი 33);
1) კვლევის დიზაინის სემინარი (1): კვლევითი კითხვის შერჩევა და ჩამოყალიბება/ Research Design Seminar (1): Choosing and refining a research question (დანართი 34);
2) თანამედროვე დებატები საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში (III ნაწილი)/ Contemporary Debates in International Relations Theory, part III (დანართი 35);
3) აკადემიური პრაქტიკის სემინარი: ჟურნალის სტატიის მომზადება და შეფასება და საგრანტო პროექტის მომზადება/ Academic Practice seminar: Writing and Reviewing Journal Article and Writing Grant Proposal (დანართი 36);
4) კვლევის დიზაინის სემინარი (2): მეთოდის შერჩევა და კვლევითი პროექტის დაწერა/ Research Design Seminar (2): Choosing a Method and writing a research proposal (დანართი 37);
5) თანამედროვე ფემინისტური თეორიები (ფემინისტური ფილოსოფია)/Contemporary Feminist Theories (Feminist Philosophy) (დანართი 38);
6) გენდერი კვლევის მეთოდები: კვლევითი კითხვის დასმა და პროექტის წერა (ნაწილი I)/Gender Research Methods: Identifying Research Questions and Proposal Writing (Part 1) (დანართი 39);
7) გენდერი კვლევის მეთოდები: კვლევითი კითხვის დასმა და პროექტის წერა (ნაწილი II)/Gender Research Methods: Identifying Research Questions and Proposal Writing (Part 2) (დანართი 40).“.

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი