დადგენილება №42/2012
11 ივნისი, 2012


„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ–პროფესორ ლალი ხურციასათვის შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 11 ივლისის №69/2011 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტისა  და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 06.06.2012, №13615/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ–პროფესორ ლალი ხურციასათვის შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 11 ივლისის №69/2011 დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ–პროფესორ ლალი ხურციას გაუგრძლდეს ასისტენტ–პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ თსუ რექტორის 29.05.2012, №67/01-01 ბრძანებით გამოცხადებული კონკურსის შედეგად პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ აკადემიური საბჭოს დადგენილების ძალაში შესვლისთანავე“.

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის პერსონალის მართვის დეპარტამენტს.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით 2012 წლის 29 მაისიდან.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი