დადგენილება №38/2012
28 მაისი, 2012



„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების მეორე ნაწილის „გ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 762 და 763 ქვეპუნქტები:

„762. საერთაშორისო ურთიერთობები (დანართი 199);
763. გენდერის კვლევა (ინგლისურენოვანი საერთაშორისო პროგრამა) (დანართი 200).“;

2. „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების:
ა) 43-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 43);
ბ)  45-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 45);
გ)  46-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 46);
დ) 50-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 50);
ე)  51-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 51);
ვ)  53-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 53);
ზ) 56-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული პროგრამის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „56.
ევრაზიისა და კავკასიის კვლევები“ და დამტკიცდეს შემდეგი დანართის სახით (დანართი 56);
თ)  58-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 58);
ი) 64-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული პროგრამის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „64.
სახელმწიფო მართვა და საჯარო პოლიტიკა“ და დამტკიცდეს შემდეგი დანართის სახით (დანართი 64);
კ) 87-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 87);
ლ) 88-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 88);
მ) 89-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 89);
ნ) 91-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 91);
ო) 92-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 92).

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის  კანცელარიას.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი