დადგენილება №33/2012
14 მაისი, 2012


ა(ა)იპ - ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ზუსტ და საბუნებისმეტყველო და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტების დეკანების თანამდებობების დაკავების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ


,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წესდების მე-40 მუხლის, აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტისა და მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის საფუძველზე აკადემიური საბჭო ადგენს:

1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტების დეკანების თანამდებობის დაკავების მიზნით განცხადება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ-ვებ-გვერდზე (www.tsu.edu.ge) 2012 წლის 14 მაისს და დამტკიცდეს განცხადების ტექსტი (დანართი №1).
2. დეკანების თანამდებობების დაკავების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ გასატარებელ ღონისძიებათა უზრუნველსაყოფად უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით შეიქმნას შესაბამისი კომისია.
3. აკადემიური საბჭოს მიერ, თითოეული ფაკულტეტისათვის, არაუგვიანეს 2012 წლის 22 ივნისისა შერჩეულ იქნეს დეკანობის არაუმეტეს 3 კანდიდატი.
4. დაევალოს ზუსტ და საბუნებისმეტყველო და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტების საბჭოებს არაუგვიანეს 2012 წლის 26 ივნისისა უზრუნველყონ აკადემიური საბჭოს მიერ წარდგენილი დეკანობის კანდიდატებიდან არაუმეტეს თითო კანდიდატის არჩევა და უნივერსიტეტის რექტორისათვის დასამტკიცებლად წარდგენა.
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი