დადგენილება №121/2012
13 დეკემბერი, 2012


სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატთა შერჩევისა და ფაკულტეტის საბჭოსთვის წარდგენის შესახებ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–40 მუხლის მე–2 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტისა და მე–6 მუხლის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 29 ოქტომბრის №97/2012 დადგენილების თანახმად, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე ასარჩევად შერჩეულ იქნენ შემდეგი კანდიდატები:

ა) ლელა გაფრინდაშვილი;
ბ) რევაზ ჯორბენაძე.

2. შერჩეული კანდიდატები ასარჩევად წარედგინოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წესით.

3.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი