დადგენილება №98/2011
23 სექტემბერი, 2011


სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ


    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 44–ე  მუხლის,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე-12 მუხლის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 29 ივნისის N63/01-01 ბრძანებისა და აკადემიური საბჭოს 2011 წლის 7 სექტემბრის №88/2011 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2011 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:

მათემატიკის მიმართულება:

ა) ქვემიმართულება - მათემატიკური ანალიზი:
1. რუსუდან მესხია – ასისტენტ-პროფესორი;

ბ) ქვემიმართულება - ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა:
1. ხეჩინაშვილი ზაზა – ასისტენტ-პროფესორი;
2. პეტრე ბაბილუა – ასისტენტ-პროფესორი;

კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულება:

ა) ქვემიმართულება - თეორიული ინფორმატიკა:
1. ალექსანდრე გამყრელიძე – სრული პროფესორი;

ბ) ქვემიმართულება - ტექნიკური ინფორმატიკა:
1. ლელა მირცხულავა – ასოცირებული პროფესორი;
2. პაპუნა ქარჩ ავა – ასისტენტ-პროფესორი;

გ) ქვემიმართულება - გამოყენებითი ინფორმატიკა:
1. თეიმურაზ მანჯაფარაშვილი – ასისტენტ-პროფესორი;

ინტერდისციპლინარული (მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები):

ა) ქვემიმართულება: მათემატიკური ლოგიკა და დისკრეტული სტრუქტურები:
1. ტატიანა კისელიოვ – ასისტენტ-პროფესორი;

გეოგრაფიის მიმართულება:

ა) ქვემიმართულება - ჰიდროლოგია, ოკეანოლოგია, მეტეოროლოგია:
1. ლამზირა ლაღიძე – ასისტენტ-პროფესორი;

ბ) ქვემიმართულება - გეომორფოლოგია და კარტოგრაფია:
1. გიორგი დვალაშვილი – ასისტენტ-პროფესორი;

ბიოლოგიის მიმართულება:

ა) ქვემიმართულება - მორფოლოგია:
1. ეკატერინე ბაკურაძე – ასისტენტ-პროფესორი;
2. ირინა მოდებაძე – ასისტენტ-პროფესორი;

ბ) ქვემიმართულება - იმუნოლოგია და მიკრობიოლოგია:
1. ლიანა სერედა – ასისტენტ-პროფესორი;
2. ნუნუ მიცკევიჩი – ასისტენტ-პროფესორი;

გ) ქვემიმართულება - ადამიანთა და ცხოველთა ფიზიოლოგია:
1. მაგდა ალანია – ასოცირებული პროფესორი;

დ) ქვემიმართულება - გენეტიკა:
1. მაია გაიოზიშვილი – ასისტენტ-პროფესორი;

ელექტრონიკის მიმართულება:

ა) ქვემიმართულება - ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია:
1. ლევან შოშიაშვილი – ასისტენტ-პროფესორი;
2. ლევი გეონჯიანი – ასისტენტ-პროფესორი;

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

3. დადგენილების თსუ ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით , 2011 წლის 26 სექტემბერიდან .


ელიზბარ ნადარაია
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე