დადგენილება №96/2011
 23 სექტემბერი, 2011


„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 26 სექტემბრის №285 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 44–ე მუხლისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 20.09.2011, №35/01/02–01–10 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 26 სექტემბრის №285 დადგენილებით დამტკიცებულ კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულების ქვემიმართულება - თეორიული ინფორმატიკის ასოცირებულ პროფესორთა ჩამონათვალიდან ამოღებულ იქნეს „ანა სიხარულიძე“.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ელიზბარ ნადარაია
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე