დადგენილება №82/2011
18 აგვისტო, 2011


„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ


    „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 57-ე მუხლისა და 63–ე მუხლის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) ცვლილებები შევიდეს დადგენილების შემდეგი ქვეპუნქტებით დამტკიცებულ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ფუნდამენტური ფიზიკა (დანართი 14);
15. გამოყენებითი ფიზიკა (დანართი 15);
18. ბიოლოგია (დანართი 18);
33. გამოყენებითი ეკოლოგია (დანართი 33);
77. ეკონომიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) (დანართი 77);
81. ბიზნესის ადმინისტრირება (დანართი 81);
146. ძველი ენები და ცივილიზაციები (დანართი 146);
158. სლავური ფილოლოგია (დანართი 158);
166. ასირიოლოგია (დანართი 166);
171. კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვეობა (დანართი 171)“;

ბ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ პუნქტი:
„ზ) ინტერფაკულტეტური პროგრამები:
190. სამაგისტრო პროგრამა ევროპისმცოდნეობაში (დანართი 196).“.

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილების თსუ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ელიზბარ ნადარაია
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე