დადგენილება №52/2011
6 ივნისი, 2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 44–ე მუხლის, აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე–7 მუხლის, რექტორის 2011 წლის 6 მაისის №45/01-01 ბრძანებისა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 03.06.2011, 14000/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:


1.  დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

   კომისიის თავმჯდომარე: გიორგი პაპუაშვილი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;

   კომისიის მდივანი: თამარ ზარანდია – სამართლის დოქტორი, თსუ–ის ასოცირებული პროფესორი;


   კომისიის წევრები:
   1.  გიორგი შავლიაშვილი - საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი;
   2.  ლაშა კალანდაძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე;
   3.  დიმიტრი ძაგნიძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;
   4.  ვასილ გონაშვილი – სამართლის დოქტორი, თსუ–ის ასოცირებული პროფესორი.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.


3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.



ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი