დადგენილება №43/2011
  2 მაისი, 2011


„ყოფილი სსიპ - თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის (თეუსუ) დოქტორანტურის პროგრამის თავსებადობის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 16 მარტის №24/2011 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე



        „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ს“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9  მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ–ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მ/შ  29.04.2011  №10657/02  წერილის საფუძველზე,

    აკადემიური საბჭო ადგენს:

„ყოფილი სსიპ - თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის (თეუსუ) დოქტორანტურის პროგრამის თავსებადობის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 16 მარტის №24/2011 დადგენილებაში შეტანილ იქნეს დამატება:

1. დადგენილების პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ყოფილი სსიპ – თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის (თეუსუ) დოქტორანტებს ჩაეთვალოთ თეუსუ–ში ათვისებული კრედიტები და ინდივიდუალურად განესაზღვროთ ასათვისებელი სასწავლო კომპონენტები თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მოქმედი  სადოქტორო პროგრამების კურიკულუმების შესაბამისად.“.
2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.




ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი