დადგენილება №42/2011
  2 მაისი 2011

უწყვეტი განათლების საგანმანათლებლო პროგრამების ,,წარმატებული ზრდის სტრატეგიები“ და ,,კომპიუტერული ტექნოლოგიები ბიზნესის დამწყებთათვის“ დამტკიცების შესახებ



 „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9  მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ–ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის   დეკანის მ/შ 19.04.2011 №9981/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1.    დამტკიცდეს უწყვეტი განათლების საგანმანათლებლო პროგრამები: ,,წარმატებული ზრდის სტრატეგიები“ (დანართი 1) და ,,კომპიუტერული ტექნოლოგიები ბიზნესის დამწყებთათვის“ (დანართი 2);
2.    კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3.    დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4.    დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
5.    დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.



ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი