დადგენილება №32/2011
  11 აპრილი 2011

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
17.12.2012, №128/2012 დადგენილებით



სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010/2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ



    „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 28–ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 28–ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, იურიდიული და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტების მიერ წარდგენილი და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 08.04.2011 №8947/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 2010/2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სადოქტორო პროგრამა: სამართალმცოდნეობა (დანართი №1);

2. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2010/2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შემდეგი სადოქტორო პროგრამები:

ა) ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია (დანართი 2);
ბ) კლინიკური ნეიროფსიქოლოგია (დანართი 3);
გ) ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება (დანართი 4);
დ) სადოქტორო პროგრამა პოლიტიკურ მეცნიერებაში (დანართი 5);
ე) შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია (დანართი 6);
ვ) სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგია (დანართი 7).

3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

5. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

6. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.





ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი