დადგენილება №16/2011
  14 თებერვალი 2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №259/2009 დადგენილებით  დამტკიცებული თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2009–2013 სასწავლო წლების საბაკალავრო პროგრამების და  №64/2010 დადგენილებით დამტკიცებული 2010–2014 სასწავლო  წლების საბაკალავრო პროგრამების სასწავლო გეგმებში ცვლილებებისა და დამატებების  შეტანის შესახებ

 
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი  პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის  და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 11.02.2011 №2834/02 წარდგინების  საფუძველზე,

თსუ აკადემიური საბჭო ადგენს:

  1. დამტკიცდეს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფაკულტეტზე უცხო ენების სწავლების გაუმჯობესების მიზნით 2009–2013 და 2010–2014 წლების საბაკალავრო პროგრამების სასწავლო გეგმებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ და სასწავლო გეგმებში საფაკულტეტო საგნების მოდული დამტკიცდეს შემდეგი სახით (იხ. დანართი).
  2. ამ დადგენილებით დამტკიცებულ სასწავლო გეგმებში ცვლილებები თსუ ჰუმინატარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ასახოს ამავე ფაკულტეტის 2009-2013 და 2010-2014 სასწავლო წლების ყველა საბაკალავრო პროგრამის სტრუქტურაში და მოდიფიცირებული სახით გამოქვეყნდეს თსუ ვებ–გვერდზე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრის მიერ.
  3. დადგენილების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
  4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.




ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი