დადგენილება №129/2011
28 დეკემბერი, 2011

 

„მათემატიკის მიმართულების სასწავლო კურსის სილაბუსის ფორმის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 13 ივნისის №55/2011 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის „გ“ პუნქტისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 08.11.2011, №30461/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. „მათემატიკის მიმართულების სასწავლო კურსის სილაბუსის ფორმის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 13 ივნისის №55/2011 დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №1–ში შეტანილ იქნეს ცვლილება და შეფასების კრიტერიუმების გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

შეფასების კრიტერიუმები: შუალედური გამოცდა, საკონტროლო, საშინაო დავალება და ა. შ.; შეფასების თითოეული ფორმის ხვედრითი წილი დასკვნითი (საბოლოო) შეფასებისთვის.

#

შუალედური და დასკვნითი (საბოლოო) შეფასების ფორმები

შეფასების თითოეული ფორმის ხვედრითი წილი

შენიშვნა

 

1          

      დასკვნითი გამოცდა

 

დასკვნით (საბოლოო) გამოცდაზე დაშვების წინაპირობა

2          

      შუალედური გამოცდა

 

 

3         

 

 

 

4          

 

 

 

5          

 

 

 

სულ ქულების რაოდენობა

100 ქულა

 


დეტალურად გაწერეთ შეფასების კრიტერიუმები.“.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი