დადგენილება №120/2011
8 დეკემბერი, 2011


სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 44–ე მუხლის, აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე–7 მუხლის, უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 29 ივნისის №63/01-01 ბრძანებისა და თსუ–ის იურიდიული დეპარტამენტის 03.11.2011, №30156 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 7 სექტემბრის №88/2011 დადგენილებით შექმნილ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევ საკონკურსო კომისიას იმავე შემადგენლობითა და სტრუქტურით, დაევალოს თსუ–ის იურიდიული დეპარტამენტის 2011 წლის 3 ნოემბრის №30156 წერილით წარმოდგენილი დასკვნის გათვალისწინებით, 4 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 29 ივნისის №63/01-01 ბრძანების საფუძველზე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებულ კონკურსში მონაწილე გეოგრაფიის მიმართულების (ჰიდროლოგია, ოკეანოლოგია, მეტეოროლოგიის ქვემიმართულების) კონკურსანტებთან დაკავშირებით კომისიის დოკუმენტაციაში დაფიქსირებული უზუსტობებისა და ტექნიკური ხარვეზების გასწორება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი