13 სექტემბერი 2010
დადგენილება №99/2010

„სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №91/2010  დადგენილებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს” ქვეპუნქტის, “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–3 ნაწილის, 63-მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–9 მუხლის ,,ტ“ ქვეპუნქტისა და ირაკლი კოვზანაძის №20894/02 09.09.2010 განცხადების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. შევიდეს ცვლილება  „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №91/2010  დადგენილების პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 
,,1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

კომისიის თავმჯდომარე: იაშა მესხია, სრული პროფესორი

კომისიის მდივანი:   ეკა ლეკაშვილი, ასოცირებული პროფესორი.

ეკონომიკის მიმართულება
  1. ელგუჯა მექვაბიშვილი, სრული პროფესორი (ჯგუფის ხელმძღვანელი);
  2. ნოდარ ხადური, სრული პროფესორი
  3. მირიან ტუხაშვილი, სრული პროფესორი;
  4. ეთერ ხარაიშვილი, სრული პროფესორი;
  5. იური ანანიაშვილი, სრული პროფესორი;
  6. სიმონ გელაშვილი, სრული პროფესორი.

         ბიზნესის ადმინისტრირების მიმართუელება
  1. ნუგზარ თოდუა, სრული პროფესორი  (ჯგუფის ხელმძღვანელი);
  2. თემურ შენგელია, სრული პროფესორი;
  3. მაია მარგველაშვილი, სრული პროფესორი;
  4. მურთაზ მაღრაძე,  ემერიტუსი;
  5. ელენე ხარაბაძე, სრული პროფესორი.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას; 
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.





ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი