25 ივნისი, 2010

დადგენილება № 72/2010

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 30 სექტემბრის N141 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის, ”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე–9 მუხლის „ჟ“ პუნქტის შესაბამისად,

  1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები თსუ აკადემიური საბჭოს 2008 წლის 30 სექტემბრის N141 დადგენილებით მიღებულ  „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს წევრთა არჩევის წესში“ :

    ა) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი სახის მე–3 პუნქტი:

       3. ,,აკადემიური საბჭოს წევრის არჩევის ვადა ემთხვევა ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობას და განისაზღვრება 4 წლით“.

    ბ) დაემატოს შემდეგი სახის მე–14 მუხლი:

    „მუხლი 14.  კანდიდატთა რეგისტრაცია

    1. კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 7 დღის განმავლობაში. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში კანდიდატი უფლებამოსილია ხარვეზი გამოასწოროს 1 დღის განმავლობაში.
    2. კანდიდატი უფლებამოსილია რეგისტრაციაზე უარი გაასაჩივროს გაცნობიდან 1 დღის განმავლობაში. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საარჩევნო კომისია იღებს 1 დღის განმავლობაში.“

    გ) შევიდეს ცვლილება მე–8 მუხლის 1–ლი პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „კენჭისყრა   იწყება 10.00 საათზე და მთავრდება არჩევნების დღეს 17.00 საათზე“.

    დ) შევიდეს ცვლილება მე–8 მუხლის მე–3 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება თუ მასში მონაწილეობა მიიღო  ხმის უფლების მქონე პირთა ნახევარზე მეტმა“.

 
  1. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.
  2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.




პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი