4 ივნისი , 2010
დადგენილება №54/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  სრული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ



„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების”  მე–9 მუხლის, აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე–7 მუხლისა და  რექტორის 2010 წლის 23 აპრილის   № 23/01–01 და 2010 წლის 29 აპრილის № 27/01–01  ბრძანებების საფუძველზე,

  1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

      1.1. თეორიული და შედარებითი ენათმეცნიერება
  1. მზექალა შანიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტი, თსუ რექტორის მრჩეველი (თავმჯდომარე)
  2. გუჩა კვარაცხელია – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტი
  3. ცირა ბარამიძე – თსუ სრული პროფესორი (კომისიის მდივანი)
  4. ზურაბ ჭუმბურიძე – თსუ მოწვეული პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
  5. მერაბ ჩუხუა – თსუ ასოცირებული პროფესორი

     1.2. უახლესი ქართული ლიტერატურა
 
  1. ელგუჯა ხინთიბიძე – თსუ სრული პროფესორი (თავმჯდომარე)
  2. ლადო მინაშვილი – თსუ ასოცირებული პროფესორი
  3. იუზა ევგენიძე  – თსუ ასოცირებული პროფესორი
  4. მაია მირესაშვილი – სოხუმის უნივერსიტეტის სრული პროფესორი
  5. ნანა კუცია –სოხუმის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი)

  1. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.



პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი