ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
08.02.2012, №7/2012 დადგენილებით

10 მარტი, 2010
დადგენილება №27/2010

 
ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
26.03.2010, №32/2010
და 25.05.2011, №45/2011
დადგენილებებით

 
 
ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის  აკადემიური პერსონალის – სრული,
ასოცირებული  და ასისტენტ პროფესორების თანამდებობრივი სარგოსა და
დანამატის ოდენობის დადგენის შესახებ



“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის “ნ” პუნქტის შესაბამისად,
 
1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის იმ აკადემიური პერსონალის თანამდებობრივი სარგო, ვინც  ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 8 სექტემბრის  N122 დადგენილებით დამტკიცებულ აკადემიური პერსონალის მინიმალურ დატვირთვას (სრული პროფესორისათვის კვირაში არანაკლებ 4 საათი, ასოცირებული პროფესორისათვის – არანაკლებ 6 საათი, ასისტენტ პროფესორისათვის – არანაკლებ 8 საათი) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას,  განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

    * სრული პროფესორი 900 ლარი თვეში;
    * ასოცირებული პროფესორი 720 ლარი თვეში;
    * ასისტენტ პროფესორი 540 ლარი თვეში.

თანამდებობრივ სარგოზე დანამატი  განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:


    * სრული პროფესორი 600 ლარი თვეში;
    * ასოცირებული პროფესორი 380 ლარი თვეში;
    * ასისტენტ პროფესორი 160 ლარი თვეში.

2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სრული პროფესორის თანამდებობრივი სარგო, ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 16-საათიან (8 საათი სააუდიტორიო, 8 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას,  შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  (გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებთან ხელშეკრულებით ან  მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას    –  განისაზღვროს 900 ლარი თვეში, დანამატი თანამდებობრივ სარგოზე  – 2100 ლარი თვეში. (26.03.2010, №32/2010)

3. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგო, ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 24-საათიან (12 საათი სააუდიტორიო, 12 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  (გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებთან ხელშეკრულებით ან  მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას  - განისაზღვროს 720 ლარი თვეში,დანამატი თანამდებობრივ სარგოზე  – 1480 ლარი თვეში. (26.03.2010, №32/2010)

3. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგო, ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 22-საათიან (10 საათი სააუდიტორიო, 12 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  (გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებთან ხელშეკრულებით ან  მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას - განისაზღვროს 720 ლარი თვეში, დანამატი თანამდებობრივ სარგოზე  – 1480 ლარი თვეში. (25.05.2011, №45/2011 - ძალაში შევიდეს 2011-2012 სასწავლო წლიდან);

4. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორის თანამდებობრივი სარგო, ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 26-საათიან (14 საათი სააუდიტორიო, 12 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  (გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებთან ხელშეკრულებით ან  მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას -  განისაზღვროს 540 ლარი თვეში, დანამატი თანამდებობრივ სარგოზე  – 860  ლარი თვეში. (26.03.2010, №32/2010);

4. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორის თანამდებობრივი სარგო, ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 24-საათიან (12 საათი სააუდიტორიო, 12 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  (გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებთან ხელშეკრულებით ან  მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას -განისაზღვროს 540 ლარი თვეში, დანამატი თანამდებობრივ სარგოზე  – 860  ლარი თვეში. (25.05.2011, №45/2011 - ძალაში შევიდეს 2011-2012 სასწავლო წლიდან);

41. დადგენილების პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ, ამჟამად მოქმედ აკადემიურ პერსონალს 2012 წლის 1 იანვრამდე გაეზარდოს ყოველთვიური სახელფასო დანამატი: ა) სრულ პროფესორს - 300 ლარით; ბ) ასოცირებულ პროფესორს - 300 ლარით; გ) ასისტენტ–პროფესორს - 100 ლარით. (25.05.2011, №45/2011)
 
5. ძალადაკარგულად იქნას ცნობილი აკადემიური საბჭოს 2009 წლის 21 იანვრის 170-ე და 2009 წლის 19 ოქტომბრის 293-ე დადგენილებები.
 
6.  კონტროლი დადგენილების  შესრულებაზე  დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს.
 
7. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.
 
8. დადგენილება  გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 
საფუძველი: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი N885/02. 20.01.2010
საფუძველი: პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსისა და იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათი  07572/02, 24.03.2010 .


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი