22 დეკემბერი 2010
დადგენილება №142/2010

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
25.07.2011, 77/2011 დადგენილებით




სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 26 მარტის № 36/2010 დადგენილებით დამტკიცებულ სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში ცვლილების შეტანის შესახებ          
     

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი  პუნქტის  ,,ს“ ქვეპუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის  და თსუ სასწავლო დეპარტამენტის უფროსის 20.12. 2010 №31086/02  წარდგინების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

  1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარეგულირებელი წესის მე–12 მუხლის მე–4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
    „ა) დასკვნითი სემესტრული გამოცდის ჩატარების სავალდებულო ფორმაა წერითი გამოცდა. სასწავლო კურსის სპეციფიკის გათვალისწინებით იგი დამატებით შეიძლება ზეპირი გამოცდის კომპონენტსაც შეიცავდეს, ასეთ შემთხვევაში გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ თითოეულ კომპონენტში სტუდენტი მიიღებს ამ კომპონენტისათვის (წერა/ზეპირი) დადგენილ ქულათა არანაკლებ 50%-ს. დოქტორანტურაში დასკვნითი სემესტრული გამოცდის ფორმატს ადგენს შესაბამისი სასწავლო კურსის ავტორი/ავტორები;“.
  2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ სასწავლო დეპარტამენტს.
  3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს თსუ კანცელარიას.
  4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი