6 დეკემბერი 2010
დადგენილება №139/2010


სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შემუშავებული სასერტიფიკატო პროგრამა „წერისა და ზეპირი პრეზენტაციების  უნარები“-ს და გერმანული ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამა „გერმანული ენათმეცნიერების მიმართულებები და კვლევის მეთოდები“-ს დამტკიცება;

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის  1-ლი   პუნქტის ,,ბ“ და „ს“ ქვეპუნქტების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს თანდართული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შემუშავებული სასერტიფიკატო პროგრამა „წერისა და ზეპირი პრეზენტაციების  უნარები“ (ხელმ. გ. შაბაშვილი) (დანართი 1) და  გერმანული ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის დარგობრივი სალექციო კურსის „გერმანული ენათმეცნიერების მიმართულებები და კვლევის მეთოდები“ სილაბუსი (დანართი 2).

2. დადგენილების  თსუ ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

3. დადგენილების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის, ასევე, ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

4. დადგენილება  ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.




ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი