4 ოქტომბერი 2010
დადგენილება №111/2010

,,ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე“  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 25 ივნისის №70/2010 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 56–ე მუხლის მე–3 ნაწილის, 63–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტისა და ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კრიტერიუმებისა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხის შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №2 დადგენილების საფუძველზე:

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. შევიდეს ცვლილება ,,ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 25 ივნისის №70/2010 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 1–ის მე–5 პუნქტში და ხსენებული პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“5. აკადემიური საბჭოს მიერ კანდიდატთა შერჩევის ბოლო ვადად განისაზღვროს 2010 წლის 10 ნოემბერი და შერჩეული კანდიდატურა დასამტკიცებლად წარედგინოს წარმომადგენლობით საბჭოს“.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას; 

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.




ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი