ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

29.09.2014, №92/2014 დადგენილებით

13 სექტემბერი 2010
დადგენილება №100/2010

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე საერთაშორისო სამართლის სპეციალობის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის  საგანმანათლებლო პროგრამების და  სადოქტორო პროგრამის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–3 ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების (ოქმი №08 07.09.10)  საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის სპეციალობის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა (დანართი 1), მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა (დანართი 2) და სადოქტორო პროგრამა (დანართი 3).

2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს;

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას; 

4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;

5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.





ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი