დადგენილება № 315
                    7 დეკემბერი, 2009წ.


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თურქოლოგიის მიმართულების სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლისა და 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს №91 და 247/1 დადგენილებების, წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილების, რექტორის 2009 წლის 16 ივლისის №73/01-01 ბრძანების  საფუძველზე,

I. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თურქოლოგიის მიმართულების სრული პროფესორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შედეგები.
II. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თურქოლოგიის მიმართულების, თურქული ენა და ლიტერატურის ქვემიმართულების სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ იქნეს მარიკა ჯიქია.
III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.



გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი